გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა.

აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდა. ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ქვეყნების ელჩებთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი დაეთმო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებს.

banner
წინა სტატიაში,,მერკელმა ყირიმთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მკვეთრად გააკეთა განცხადება, ვიდრე მე”
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში სამ საავადმყოდოს ბომბი ესროლა