გიორგი გუგავა: მოსახლეობამ გაძვირებული დენის გადასახდი მიიღო, ხოლო ნაძარცვით ივანიშვილ-კალაძის ანგარიშები კიდევ უფრო შეივსო

„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“

ლეიბორისტული პარტია სასამართლოსგან იმ სარჩელის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს, რომელიც დენის ტარიფის უკანონო გაძვირებას ეხება. ამ თემაზე დღეს გიორგი გუგავამ ბრიფინგი გამართა.

“ოლიგარქის მიერ დაპირებული საუკეთესო მესამე წლის ნაცვლად მოსახლეობამ 20-30 ლარით გაძვირებული დენის გადასახდი მიიღო, ხოლო ნაძარცვით ივანიშვილ-კალაძის ანგარიშები კიდევ უფრო შეივსო. ხელისუფლების პირდაპირი ზეწოლით სასამართლოს დღემდე არ დაუწყია ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა დენის ტარიფის უკანონო გაძვირებასთან დაკავშირებით. ივანიშვილის ხელისუფლება მალე შეიცვლება. მას უკან მიჰყვებიან მისი ჯიბის მოსამართლეები. ამიტომ კეთილი ინებონ და დაუყოვნებლივ დაიწყონ კანონის ფარგლებში ჩვენი სარჩელის განხილვა,” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიმექაში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, მომლოცველები ჰაჯის შესრულებას განაგრძობენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა