საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად დეპუტატი ადასტურებს და ამბობს, რომ შეთავაზება პრემიერისგან მიიღო . ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდება საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ და შემდეგ ჯერი პარლამენტზეა.
“ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ შემოთავაზება დავიკავო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი, რამდენიმე ხნის წინ მივიღე კოალიციის ლიდერის, პრემიერ-მინისტრისგან და გუშინწინ საბოლოოდ მოხდა ამ საკითხის შეთანხმება ჩვენს შორის. გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრი ჩემს კანდიდატურას წარადგენს უახლოესი პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ამისთვის საჭიროა, რომ პრემეირ-მინისტრი დაბრუნდეს მივლინებიდან, აშშ-დან და კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხი იქნება წარდგენილი და განხილული. მე იმედი მაქვს, რომ მივიღებ მხარდაჭერას ჩემი თანამებრძოლების მხრიდან”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: მოსახლეობამ გაძვირებული დენის გადასახდი მიიღო, ხოლო ნაძარცვით ივანიშვილ-კალაძის ანგარიშები კიდევ უფრო შეივსო
შემდეგი სტატიათბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გახსნა