მიუნჰენში გერმანიის ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალი “ოქტობერფესტი” დასრულდა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები იტყობინებიან, ტრადიციულ ლუდის დღესასწაულს დაახლოებთ 5,9 მილიონი ადამიანი ეწვია, ორი კვირის მანძილზე დაილია დაახლოებით 7,3 მილიონი ლიტრი ლუდი, შეიჭამა 114 ხარი და მოიპარეს 110 ათასი ლუდის ჭიქა. პოლოციამ დაახლოებით 1200 სამართალდარღვევა დააფიქსირა, ალკოჰოლისგან 628 ადამიანი მოიწამლა, მშობლებმა კი 21 ბავშვი დაკარგეს (ისევ იპოვეს), ძიების ბიუროში 2948 დაკარგული ნივთი ელოდება პატრონს.