თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო სივრცის დარღვევაზე განმარტება მოითხოვა…

თურქეთმა რუსეთის ელჩისაგან ახსნა-განმარტება მოითხოვა რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო, რომელიც მათი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა შაბათს დაარღვია თურქული სივრცე, რის გამოც დასაჭერად ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი იქნა გაგზავნილი.
რუსეთის ელჩი თურქეთში დღეს ახსნა-განმარტებებისთვის არის დაბარებული საგარეო უწყებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ ინციდენტი თავის რუს კოლეგასთან განიხილა, სადაც რუსეთის მხრიდან ინციდენტის მიზეზად რადარის შეცდომა დასახელდა.
უკანასკნელი დღეების მანძილზე თურქეთმა და მთელმა რიგმა დასავლურმა ქვეყნებმა, რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩარევა გააპროტესტეს …  მათი მტკიცებით რუსეთი სირიული ოპოზიციისა და მშვიდობიანი მოქალაქეების საჰაერო დაბომბვას ახდენს, რაც კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ლუდის ფესტივალზე 7 მილიონი ლიტრი დუდი დაილია+ფოტო
შემდეგი სტატიაევროპული კანონებით ,,ბოზი და მამაშა,, ერთ ენაზე უნდა საუბრობდეს…