გახარია ფადი ასლის მოუწოდებს, ბიზნესის “რეკეტისა” და “შევიწროვების” კონკრეტული ფაქტების მიაწოდოს

ბიზნესომბუდსმენი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის ბიზნესის “რეკეტსა” და “შევიწროვებაზე” განცხადებას პირველად არ აკეთებს.

გიორგი გახარიას უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ განცხადება კვლავ ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტიკას მოკლებულია. ბიზნესომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ მისმა აპარატმა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის შევიწროვების თაობაზე ფადი ასლის მიერ გაკეთებული წინა განცხადება შეისწავლა, რომელი ასევე ზოგადი ხასიათის იყო.

“განცხადებასთან დაკავშირებით, იყო შესაბამისის კომუნიკაცია საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელთან ფადი ასლისთან. განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე – მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში – უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა. ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა თითოეულ პრობლემაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ბატონ ფადი ასლის, ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, მოგვაწოდოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის „რეკეტისა“ და „შევიწროვების“ კონკრეტული შემთხვევები, თუკი ის არ იქნება დასაბუთებული, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ ემსახურება ბიზნესის ინტერესების დაცვას”, – ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებული,” – გიორგი ტუღუში
შემდეგი სტატიაშსს-მ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით 5 პირი დააკავა