ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი “აბსოლუტურად უუნარო–ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი "აბსოლუტურად უუნარო“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი “აბსოლუტურად უუნარო” იყოს პოლიტიკაში.
როგორც ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, ივანიშვილს სახელმწიფოებრივი ინსტიქტები საერთოდ არ გააჩნია. “ბიძინა ივანიშვილი არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმის, როდესაც ოლიგარქი, ბიზნესმენი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ბიზნესში, არის აბსოლუტურად უუნარო პოლიტიკაში და აბსოლუტურად არ აქვს სახელმწიფოებრივი ინსტიქტები. ამის გამო ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს”, – აღნიშნა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მისი მისამართით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც უპასუხა და მიხეილ სააკაშვილს “წარსული” უწოდა. “ბარონი მიუნჰაუზენი – ასე ვუწოდე მე მას. ის არის ჩვენი წარსული. ნუღარ ვაცოცხლებთ. გავიხედოთ მომავლისკენ. მომავალი არის ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო მომხიბლავი, თუ ჩვენ დღესვე ჩავდებთ ამ მომავალში შრომას”, – აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
რაც შეეხება დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად “დაარტყა” ლარის გაუფასურებამ პირადად მის ოჯახს, ალასანიას თქმით, “დაარტყა და საკმაოდ ძლიერადაც”.

banner
წინა სტატიაშიიმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით–გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიამე არ მყავდა 2-3 კანდიდატურა განსახილველი, რადგან ნათლად ჩამოვყალიბდი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე–გიორგი მარგველაშვილი