ბიზნეს კომპანიები ფასების შენარჩუნებას ცდილობენ

ბიზნესმენები ცდილობენ მათ პროდუქციაზე ფასების ზრდა არ მოხდეს, თუმცა ამავე დროს, ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რაც ლარის კურსის დარეგულირებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ განცხადება იმ კომპანიების წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებმაც დღეს შეხვედრა გამართეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან და ეკონომიკური კრიზისიდან დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

„მაქვს იმედი, რომ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც მოიტანს უფრო მეტ სიკეთეს  და დასტაბილურდება ლარი. ფასების ზრდას ადგილი არ აქვს და ყველა კომპანია შეეცდება შეინარჩუნოს ფასები და თუ მოხდება ისე, რომ ლარის კურსი დაიწყებს კლებას ან დასტაბილურდება მაინც, ყველა კომპანია შეეცდება, რომ შეინარჩუნონ ფასები,“ – განაცხადა კომპანია «ვისოლის» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესმენთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილია ხელოვნური პანიკა და ის იმაზე მწვავედ წარმოაჩენს ვითარებას, ვიდრე ეს რეალურად არის.

კომპანია „ალტას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, ლარის კურსის რეალური მაჩვენებელი 1,95-ს არ უნდა აჭარბებდეს და ეს კურსი სავალუტო სპეკულაციების შედეგია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ბუცხრიკიძე: ეს არის სავალუტო შოკი და სავალუტო შოკი ცუდია საბანკო სექტორისთვის
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტს შეხვდნენ