რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს თვითმფრინავით სირიის რესპუბლიკაში რუსეთიდან მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
რუსეთის თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, ტვირთი ჰუმანიტარულია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით, ასევე ისრაელის დიპლომატიური წყაროების ცნობით, რუსეთი სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ეგიდით სამხედრო ტექნიკას და ჯარისკაცებს აგზავნის.
დასავლეთმა უკვე გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ სამხედრო ძალების სირიაში გადატყორცნასთან დაკავშირებით და ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა რუსეთს საჰაერო გზები გადაუკეტონ.