“ახლა მთავარია დადგინდეს ვინ დაუკვეთა მკვლელობა,”- გაგი მოსიაშვილი

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრამთავარი პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა. მან საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა.

მოსიაშვილის განცხადებით ახლა მთავარია დადგინდეს, თუ ვინ დაუკვეთა მკვლელობა.

მოსიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდებული პირი ითანამშრომლებს გამოძიებასთან და საბოლოოდ გაირკვევა სიმართლე, თუ ვინ დაუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა.

“დღეს ჩვენ ვნახეთ მკვლელობის შემსრულებელი, ახლა მთავარია იმის დადგენა ვინ შეუკვეთა ეს საზარელი მკვლელობა,”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე
შემდეგი სტატიაციალა ვაზაგაშვილმა პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა