ციალა ვაზაგაშვილმა პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა

ციალა ვაზაგაშვილმა პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაპროკურატურის თანამშრომლებმა მოკლული იური ვაზაგაშვილის მეუღლეს მისი ქმრის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ციალა ვაზაგაშვილი პროკურტურაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მან საგამოძიებო ორგანოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.

პროკურატურაში რჩება ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსაიაშვილი, რომელსაც ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია და დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ახლა მთავარია დადგინდეს ვინ დაუკვეთა მკვლელობა,”- გაგი მოსიაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე – “იზოლენტის” წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა