აშშ-ს სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე თანხმობა განაცხადა

აშშ-ს სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე თანხმობა განაცხადა

აშშ-ს სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე თანხმობა განაცხადაუკრაინის არმიას მიაწვდიან ტანკსაწინააღმდეგო ეტქნიკას, რადარებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას. სულ 300 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას.

აშშ-ს სენატმა თეთრი სახლის სურვილის მიუხედავად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა, რომელიც საერთი ჯამში 300 მილიონი დოლარის ღირებულების იქნება. ეს თანხა სამხედრო ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტიდან გამოიყოფა, რომელიც 2016 წელს 612 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ იქნა მიღებული. 71 ხმით 25-ის წინააღმდეგ.
სენატორები უკრაინას, რომელიც პრორუსულ სეპარატისტებს ებრძვის, სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის მიწოდებას სთავაზობენ. ადრე აშშ-ს წარმომადგენლობითმა კონგრესმა 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტის კანნპროექტის ვარიანტი მიიღო, სადაც საუბარია ასევე უკრაინაზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მთელი რიგი საკითხების გამო და მასზე ვეტოს დადებით დაიმუქრა.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს
შემდეგი სტატიაზატულინმა თურქეთს აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდა (VIDEO)