“არემჯის” – ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვა მოგვცა

კომპანია “არემჯის” ერთ-ერთი აქციონერი დიმიტრი ტროიცკი აცხადებს, რომ მას არ სურს საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენები ვინმემ პოლიტიკური მიმართულებით გამოიყენოს. ამის შესახებ ტროეცკიმ საყდრისის შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
“ამ საკითხის შესწავლა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მოგვცა რა ნებართვა სამუშაოების გაგრძელებაზე, რადგან ეს იყო ერთადერთი ალტერნატივა კომპანიისთვის, რათა კომპანიის სიცოცხლე გახანგრძლივებულიყო და გაგრძელებულიყო შემდგომი ინვესტიციები. დღეს კომპანია მუშაობს, მაგრამ არ წყდება რაღაც პოლიტიკური მომენტები ამ თემის გარშემო. არ მინდა ვინმემ ეს პოლიტიკური მომენტები გამოიყენოს, რადგან ეს არის 3000 ათასი ოჯახი და ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ”, -განაცხადა ტროეცკიმ.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებაში საია-ს რეკომენდაციები გაითალისწინა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ,,გაჩხიკული,, მოდელები აკრძალეს