საფრანგეთში ,,გაჩხიკული,, მოდელები აკრძალეს

საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც სამოდელო სააგენტოებს ,,ზედმეტად გამხდარ,, მოდელების პოდიუმზე გაყვანა ეკრძალებათ.

კანონის მიხედვით, ყველა სააგენტოს თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი, ვინც დაიქირავებს მოდელს, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ინდექსებზე დაბალი პარამეტრების იქნება, ან ჯარიმის სახით 75.000 ევროს გადაიხდის, ან ნახევარი წლით ციხეში ჩაჯდება, აცხადებს ,,გარდიანი,,

საფრანგეთის სამოდელო სააგენტოების ნაციონალურ კავშირში აღნიშნავენ, რომ ეს კანონი ფრანგ მოდელებს სხვა ქვეყნის მოდელებთან კონკურენციას გაურთულებს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთსი უკვე კარგა ხანია მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც კერძო თუ იურიდიულ პირებს ,,ექსტრემალური სიგამხდრის,,  პროპაგანდა-წახალისებისათვის წელიწადი ციხე და პლიუს 10.000 ევრო ჯარიმა  ელოდებათ.

ფრანგული პრესა აღნიშნავს, რომ საფრანგეთსი 40.000-მდე ადამიანი ანორექსიით არის დაავადებული და აქედან 90% ქალია.

 

banner
წინა სტატიაში“არემჯის” – ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვა მოგვცა
შემდეგი სტატიარუსელი პროპაგანდა ჩეხეთში 60-იანი წლებისას ემსგავსება