ალგირდას ბუტკევიჩუსი: ჩამოვედი იმისთვის, რომ სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისათვის

ლიტვის პრემიერ-მინისტრის ალგირდას ბუტკევიჩუსის განცხადებით, ლიტვას და საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ.

როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიტვის პრემიერმა სასტუმრო “რედისონში” ლიტვა-საქართველოს ბიზნესფორუმზე განაცხადა, ეს ორი ქვეყანა ცდილობს, ბიძგი მისცეს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს.

“მოხარული ვარ, რომ ხაზი შემიძლია გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს ჩაეყარათ მყარი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. ჩვენი ქვეყნები ცდილობენ ბიძგი მისცენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც გააჩნია ისტორიული კავშირები. ლიტვას და საქართველოს გააჩნიათ საერთო ეკონომიკური ინტერესები – მე ჩამოვედი იმისთვის რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისათვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართულმა კომპანიებმა დაინტერესების სურვილი გამოთქვეს – მაგალითად, საკვების წარმოების სფეროში და მათ დღეს ამ ფორუმზე მოიყარეს თავი”,- განაცხადა ბუტკევიჩუსმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ სუხიაშვილს დღეს ხაშურში დაკრძალავენ
შემდეგი სტატიათა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ გომელაური ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს