თამაზ სუხიაშვილს დღეს ხაშურში დაკრძალავენ

ქართველი სამხედრო უკრაინაში პრორუს ძალებთან შეტაკებისას 17 იანვარს დაიღუპა. სუხიაშვილის ცხედარი საქართველოში 21 იანვარს ჩამოასვენეს.

თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც გარდაცვლილი ხაშურში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, 17 იანვარის ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა. გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ხაშურის მკვიდრი თამაზ სუხიაშვილი იყო, რომელიც 25 იანვარს 37 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები ევროკავშირს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიაალგირდას ბუტკევიჩუსი: ჩამოვედი იმისთვის, რომ სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისათვის