საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს?

news
: news თებერვალი 9, 2015 12:41

საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს?

სამომავლოდ შესაძლოა საატესტაციო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდეს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე საუბარი ზედმეტია. მისივე თქმით, სტრატეგიული მიმართულების დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია, საუბარია გამოცდების გარკვეულ ოპტიმიზაციაზე.
თამარ სანიკიძის განცხადებით, ეს არის საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, რომელიც იდეის დონეზე მუშავდება, მაგრამ წელს ამ კუთხით სიახლეები მოსალოდნელი არ არის და ცვლილებები გამორიცხულია.
“ეს არის ის იდეა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასკოლო გამოცდების და ეროვნული გამოცდების სინთეზი და სკოლის დონეზე ჩატარება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული და მოითხოვს დიდ ლოჯისტიკას, ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად მუშავდება. ჯერჯერობით ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან თემა მომზადებული არ არის. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წლისთვის ძირითადი მონახაზი გვექნება და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა აპრობაციას”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა სამუშაო ჯგუფის მიერ დადებული რეკომენდაციაა, რომელიც სტრატეგიული დოკუმენტის შედგენაზე მუშაობდა. დღეისათვის, მეთერთმეტე და მე-12 კლასის მოსწავლეები ოთხ-ოთხ საატესტაციო გამოცდას აბარებენ. ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილშიც.

news
: news თებერვალი 9, 2015 12:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics