ეკა ბესელია: პროკურატურის რეფორმისთვის მთავარი მისი ანგარიშვალდებულებაა

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისას ძალიან მნიშვნელოვანია უწყებების ანგარიშვალდებულების გარკვევა და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სასტუმრო „რედისონში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორის კონცეფციაზე მსჯელობენ.

„მთავარი პრინციპები, რითაც ჩვენ მოდელთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, ეს არის უფრო მაღალი ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა, საპარლამენტო თვალსაზრისით უფრო ეფექტური და გაზრდილი კონტროლი, ასევე დანიშვნის წესი, რომელიც მაღალ ლეგიტიმაციას მისცემს პროკურორს. ეს საკითხები იქნება პრაქტიკულად განმსაზღვრელი იმ საკითხში, თუ რა მოდელი იქნება შერჩეული,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს?
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანის აზრით, იური ვაზაგაშვილის მკველობის მიღმა მხოლოდ ერთი ადამიანი არ დგას