პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 27, 2015 18:58 განახლებულია

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესული წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, 2008 წლის ივლისში გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის – ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 18,109-ე მესამე ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით”, -ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა.
როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუშავილმა განაცხადა, დღეს პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა წინადადებით, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა.
“სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდეგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალამ ლ.შ- თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშუხებლობას დაპირდა”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 27, 2015 18:58 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics