პრემიერმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნა

news
: news იანვარი 27, 2015 11:42

პრემიერმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნა

ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

მან ორი ქვეყნის ურთუერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ხაზი გაუსვა ლიტვის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და იმ ეკონომიკურ და ბიზნესგარემოზე ილაპარაკა, რომელიც უცხოელი ინვესტორებისათვის ქვეყანას მიმზიდველს ხდის.

“საქართველოს განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, რომ დავუახლოვდეთ და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს ზრდის, რადგან ამ ხელშეკრულებით იხსნება წვდომა 900 მილიონიან ბაზართან.

რაც შეეხება საქართველო-ლიტვას შორის არსებულ ურთიერთობებს, პრემიერმა 30%-იან ზრდაზე ილაპარაკა და ის სფეროები აღნიშნა, რომელშიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს.

news
: news იანვარი 27, 2015 11:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics