“ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრული ფილმის გადაღებაზე შეთავაზება გოგა ხაინდარავამ მიიღო

news
: news იანვარი 29, 2015 17:44

“ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრული ფილმის გადაღებაზე შეთავაზება გოგა ხაინდარავამ მიიღო

“ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრული ფილმის რეჟისორობაზე შეთავაზება გოგა ხაინდრავამ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
“ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ უკვე მივიღე შემოთავაზება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ ვერ გეტყვით, რა ტიპის ფილმი იქნება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ. შემოთავაზება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე. ბევრი მიფიქრია მსგავსი ტიპის პროექტზე, ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ და რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი. მოლაპარაკებებში GDS-იც არის ჩართული”, – აღნიშნა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ფილმზე მუშაობა თებერვლიდან დაიწყება. “მარტივი პროექტი, მით უმეტეს კინო პროექტი ბუნებაში არ არსებობს. მე პროფესიით კინორეჟისორი ვარ, ეს საქმე ვიცი ყველაზე კარგად, ამიტომ არ მგონია, გამიჭირდეს გადაღება. ეს თემა კარგად ვიცი, საკუთარი მონახაზებიც მაქვს, პერსონაჟებსაც ვიცნობ და საბოლოოდ თუ გადაწყდება, რომ მე უნდა ვიყო ამის რეჟისორი, ნამდვილად არ გამიჭირდება პროექტის გაკეთება”, – აღნიშნა ხაინდარავამ.
მისთვის უცნობია, კიდევ ვინმესთან თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება. ხაინდარავა ამბობს, რომ ეს იქნება მხატვრული და დოკუმენტურ მასალას გადმოსცემენ მხატვრულად.
რაც შეეხება მსახიობებს, ხაინდარავას განცხადებით, ჰყავს რამდენიმე წარმოდგენილი, თუმცა ჯერ დეტალებზე არ საუბრობს. “ადრეც მიფიქრია ამაზე ფილმის გადაღებაზე, ნოყიერ ნიადაგზე მივიღე შემოთავაზება. რაღაცეები სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კავშირშია ჩემს პროფესიასთან, კონფლიქტების მოგვარება და მინისტრობა ჩემი საქმე არ არის. ყველაზე კარგად ფილმის გადაღება ვიცი, ამის უნარიც მაქვს, გამოცდილებაც და პოტენციალიც. კარგად გადავიღებ ამ ფილმს”, -განაცხადა ხაინდარავამ.
კითხვაზე, თავად ბიძინა ივანიშვილი თუ ჩაერევა გადაღებებში, განაცხადა, რომ არ ჩაერევა. “რას ნიშნავს ჩაერევა. ეს მითები და პოლიტიკური მაქინაციები იმ ხალხის მოგონილია, ვინც არასდროს ყოფილა მის მიმართ კეთილგანწყობილი. ბიძინა ივანიშვილი თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტის შესახებ, მაგრამ კინოს მე გადავიღებ”, – განმარტა ხაინდრავამ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრულ ფილმს იღებს, სათაურით “9+1”. როგორც ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია. მხატვრული ფილმი ბერა ივანიშვილის სატელევიზო არხზე, GDS-ზე გავა.

წყარო: ambebi.ge

news
: news იანვარი 29, 2015 17:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics