მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება

news
: news თებერვალი 4, 2015 12:59

მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება

მნიშვნელოვანი

  • როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასვლელების დასუფთავება

სხვა სტატიები

თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება. როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასვლელების დასუფთავება. მან მოქალაქეებს მიმართა, დაიცვან კანონი და არ მოახდინონ მიწისქვეშა გადასასვლელების დაბინძურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დაეკისრებათ. კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ზოგიერთ საზოგადოებრივ ადგილას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსება გამოიწვევს პირველ შემთხვევაში 50-ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას.
ნარმანიას განმარტებით, ჯარიმა უფრო დიდია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი განცხადების განთავსების შემთხვევაში, კერძოდ, პირი პირველ შემთხვევაში 1 000-ლარიანი ჯარიმით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 2 000 ლარით დაჯარიმდება.
ნარმანიას განცხადებით, დღეს კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობა გადაეცემა ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ მუნიციპალურ კომპანიას და ამით დასრულდება ეს პროცესი, ანუ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული კომპანია გააკონტროლებს და მოვლა-პატრონობას გაუწევს დედაქალაქში არსებულ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელს.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მან დავალება მისცა არქიტექტურის სამსახურს და სპეციალური სტენდები გაკეთდება, სადაც პირებს მერიასთან შეთანხმების გარეშე განაცხადების განთავსება შეეძლებათ.

news
: news თებერვალი 4, 2015 12:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics