უკრაინაში ჩეჩენი გენერალი დაიღუპა

Munaev_Isa უკრაინული წყაროების ცნობით 1 თებერვალს, უკრაინულ ქალაქ დობალცევოსთვის გამართულ ბრძოლებში, ჯოხარ დუდაევის სახელობის უკრაინის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მეთაური, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ბრიგადის გენერალი ისა მუნაევი გმირულად დაიღუპა.
უკრაინულ მედიაში და სოციალურ ქსელებში, ისა მუნაევს მოიხსენიებენ, როგორც უკრაინის გმირს და აცხადებენ რომ უკრაინელები ყველაფერს გააკეთებენ მისი სახელის უკვდავსაყოფად.
ისა მუნაევი დაიბადა 1965 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ში ქალაქ აჩხოი-მარტანში. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ის პოლიციის პოლკოვნიკის ჩინით ხელმძღვანელობდა შინაგანი ჯარის პირველ მოიერიშე ბატალიონს. 1999 წელს ჩეჩნეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა მუნაევი გროზნოს კომენდანტად დანიშნა. ჩეჩნეთის მეორე ომში მუნაევს გროზნოს დაცვის ხელმძღვანელობა დაევალა. 2001 წელს, მას შემდეგ რაც რუსებმა გროზნო დაიკავეს, მუნაევი, პარტიზანულ ბრძოლებზე გადასული იჩქერიის სამხედრო ძალების სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდლად დაინიშნა. ერთერთ ბრძოლაში მუნაევი მძიმედ დაიჭრა და ის 2007 წელს ჩეჩნეთიდან გაიყვანეს. 2009 წელს მუნაევს დანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. დანიაშივე, მუნაევმა მოძრაობა ,,თავისუფალი კავკასია,, დაარსა. 2014 წლის მარტიდან დაღუპვამდე, ისა მუნაევი დუდაევის სახელობის მოხალისეთა საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის ხელმძღვანელობდა  უკრაინაში.
Sohranennoe-izobrazhenie-2014-10-6_11-34-36.514EUQ3j8crkCo

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიამიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება