ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინის აგრესორ ქვეყნად აღიარება მოითხოვა

news
: news იანვარი 28, 2015 10:58

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინის აგრესორ ქვეყნად აღიარება მოითხოვა

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც რუსეთი ოფიციალურად აგრესორად აღიარა,

სხვა სტატიები

უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც რუსეთი ოფიციალურად აგრესორად აღიარა, რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოვიდა ინიციატივით, რუსეთმა უკრაინა ასევე, აგრესორად აღიაროს. ამის შესახებ “გაზეტა.რუ” იუწყება.
“დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები თავს მიიჩნევენ კიევისგან დამოუკიდებლებად და ნებისმიერი ძალისმიერი ზემოქმედება მათთვის კიევის მხრიდან განხორციელებული აგრესიაა”, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა დონეცკელი მოლაშქრეების წინააღმდეგ აკრძალულ მძიმე შეიარაღებას იყენებს, “სამოქალაქო ომში კი მძიმე შეიარაღება არ გამოიყენება”, – განაცხადა მან.
უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინდელი გადაწყვეტილებით, რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა, ხოლო თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დონბასში – ტერორისტულ ორგანიზაციებად.

news
: news იანვარი 28, 2015 10:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,772
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics