ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინის აგრესორ ქვეყნად აღიარება მოითხოვა

უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც რუსეთი ოფიციალურად აგრესორად აღიარა, რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოვიდა ინიციატივით, რუსეთმა უკრაინა ასევე, აგრესორად აღიაროს. ამის შესახებ “გაზეტა.რუ” იუწყება.
“დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები თავს მიიჩნევენ კიევისგან დამოუკიდებლებად და ნებისმიერი ძალისმიერი ზემოქმედება მათთვის კიევის მხრიდან განხორციელებული აგრესიაა”, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა დონეცკელი მოლაშქრეების წინააღმდეგ აკრძალულ მძიმე შეიარაღებას იყენებს, “სამოქალაქო ომში კი მძიმე შეიარაღება არ გამოიყენება”, – განაცხადა მან.
უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინდელი გადაწყვეტილებით, რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა, ხოლო თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დონბასში – ტერორისტულ ორგანიზაციებად.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება