ზვიად ქორიძე : საბედისწერო დარტყმა მიაყენეს მედია პლურალისტურ გარემოს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე რუსთავი 2-ის ეზოში იმყოფება. მისი შეფასებით, სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული თუ საბედისწერო დარტყმა მიაყენეს მედია პლურალისტურ გარემოს… რა მოტივაციაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ამ გადაწყვეტილებაში, თავად გამეორება იმის, რაც პირველმა და მეორე ინსტანციამ უკვე თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პრაქტიკულად არასასამართლო გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ჭირდება სხვა არგუმენტაცია,” – აცხადებს ზვიად ქორიძე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ
შემდეგი სტატია,,ვისაც გიხარიათ,ნუ გიხარიათ ,,რუსთავი ორის” ამბავი…”- გრიგოლია