ზურაბიშვილს პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს

თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, – აცხადებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია. „განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა – ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაირა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა
შემდეგი სტატია“ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია” – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი