„ზურაბიშვილმა შეიძლება, ტექნიკური შეცდომა დაუშვას და რუსეთს მიგვაერთოს“ – მიხეილ რამიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილს დაღუპულთა სიის წაკითხვისას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის გამოტოვება ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ტექნიკური შეცდომით ახსნა. კერძოდ, ლაშა ჟვანიამ თქვა რომ ზურაბიშვილმა სია ხაზის გამოტოვებით წაიკითხა.

აღნიშნულს ეხმაურება პარტიის – „კანონი და სამართალი“ აღმასრულებელი მდივანი მიხეილ რამიშვილი, რომლის თქმითაც, არ არის გამორიცხული, რომ  ზურაბიშვილმა შეცდომა კიდევ დაუშვას.

„არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა „მექანიკური ტექნიკური შეცდომები“ კიდევ დაუშვას და  რუსეთთან მიგვაერთოს. შეცდომების იმ სიხშირის გათვალისწინებით, რასაც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი უშვებს, ეს პერსპექტივა აბსოლუტურად რეალურია.

ვაი, საცოდაო საქართველოვ!“ – აცხადებს „კანონი და სამართლის“ აღმასრულებელი მდივანი მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიტალიის სამხედრო-პატრიოტულმა გუნდმა აფხაზურ ფონდს თანხა ჩაურიცხა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 არასრულწლოვანი