ზურაბიშვილის განცხადებები ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს-აკაკი ზოიძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს – მას ყურადღებით ვაკვირდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განუცხადა.

“პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი პოზიციები ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება პრეზიდენტის როლს და თავად ზურაბიშვილის მიდგომას ამ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესრულების მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულებები ცალკეული საკითხების მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის, ერისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ვაკვირდებით. ეს ჩემთვის იქნება ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს”-განაცხადა აკაკი ზოიძემ

დეპუტატის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ სექტემბრის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გამოუცხადოს მხარდაჭერა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავერთვებით როგორც ამომრჩევლები, როგორც პოლიტიკური ძალა, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს მივცემთ რეკომენდაციებს, თუ ვის დაუჭირონ მხარი – რა თქმა უნდა, ეს არ იქნება “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალამ არჩევნებში რაიმე წარმატება არ მიიღოს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს
შემდეგი სტატიარუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრებლები ჩქაროსნული გზის მშენებლობის გამო, ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვენ