რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრებლები ჩქაროსნული გზის მშენებლობის გამო, ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვენ

რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრებლები თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალის მშენებლობის გამო, ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ კორპუსებს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურათ, ასევე არსებობს კორპუსების ავარიულობის დასკვნა, რომელიც აზიის განვითარების ფონდის შესაბამისობის სამსახურმა მოამზადა.

მოსახლეობა ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი მათ მხოლოდ გამაგრებით სამუშაოებს ჰპირდება, რაც კორპუსებისთვის საკმარისი არ არის.

მათივე თქმით, მშენებლობის პროცესში შესაძლებელია შენობების ნგრევა დაიწყოს.

რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ავარიული ხუთი კორპუსია, რომელთაგან ყველაზე დაბალი ორსართულიანი, ხოლო ყველაზე მაღალი – ცხრასართულიანი შენობაა.

ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მათ გაყვანას არ დათანხმდება და შესაბამისი ფართით ან თანხით არ უზრუნველყოფს, პერმანენტული აქციები დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის განცხადებები ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს-აკაკი ზოიძე
შემდეგი სტატიაურეკში მაშველებმა 27 წლის ქალი გადაარჩინეს