ზურაბ ტყემალაძე: არჩევნებამდე არაფერი იცვლება

ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის მხრიდან არის სურვილი, რომ ყველა პარტიას შეხვდეს, მათ შორის მრეწველების წარმომადგენელებსაც. დეპუტატის თქმით, მრეწველების სურვილია, რომ კოალიციის შემადგენლობაში დარჩნენ, თუმცა ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ არის.

“არჩევნებამდე არაფერი იცვლება, ყველა კოალიციის რეჟიმში ვმუშაობთ. არჩევნებისთვის რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდება, ვინ იქნება, ვინ არ იქნება, ეს უკვე არჩევნების წინ ბლოკის ჩამოყალიბების პროცესში დადგინდება. მრეწველებს აქვთ კოალიციაში ყოფნის სურვილი, მაგრამ ეს მარტო მრეწველების სურვილზე არ არის დამოკიდებული,”- განაცხადა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) ცნობილი მსახიობი ლია ახეჯაკოვა ნადეჟდა სავჩენკოს მიმართავს
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმის გაჭიანურება საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტეს