ბუტა რობაქიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. აქციის მონაწილეებმა სასამართლო პროცესის გაჭიანურება გააპროტესტეს და დამნაშავეების დროულად დასჯა მოითხოვეს.
ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, სასამართლო პროცესი ირაკლი ფირცხალავას და მისი მეგობრების მხრიდან ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან მათ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება.