ზურაბ ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებას აფასებს

ადამიანებს ყელში აქვთ ამოსული უპერსპექტივობა და უიმედობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია. მათ ვერაფრით შეაშინებ, საფრთხობელები აღარ მუშაობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ იმის ძახილით, „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია.

„დაშინება ზოგადად აღარ მუშაობს. ეს საფრთხობელა აღარ მუშაობს. მუშაობს ძალიან პატარა სეგმენტზე, რომელიც ისედაც არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ადამიანებს ყელში აქვთ ამოსული სტაგნაცია, უპერსპექტივობა და უიმედობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია. მათ ვერაფრით ვეღარ შეაშინებ. საფრთხობელები აღარ მუშაობს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია.

„ჩემი აზრით, სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს მართლმსაჯულება, რომელსაც შეიძლება, ვინმე ენდობოდეს. არავინ არ ენდობა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ის, რომ სააკაშვილი მოძრაობდა და მოიარა ნახევარი დედამიწა ამ 9 წლის განმავლობაში და არსად პრობლემა არ შექმნია, ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს მურუსიძე-ჩინჩალძის კლანის სასამართლოს. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს შეიძლება, დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ ენდობა. ის პოლიტიკური დევნილია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე,.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნდობის მქონე სასმართლომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე.

წინა სტატიაშინიკა მელია: თქვენ ახლა ეძებთ ინტრიგას
შემდეგი სტატიაEFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად