ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას შეეხებოდა.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები და ხორციელდება პოლიტიკური დევნა.
„თქვენ ახლა ეძებთ ინტრიგას. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთხმად აღნიშნავს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს ქვეყანაში, პოლიტიკური პატიმრები ქვეყანას ყავს და პოლიტიკური დევნა ხორციელდება ამ ქვეყანაში. მე არ ვიცნობ არც ერთ ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.