ზურაბ ჭიაბერაშვილი : 2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა

news
ავტ.: news მარტი 14, 2017 12:20

ზურაბ ჭიაბერაშვილი : 2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო – ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა, – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ დახმარებებს პოლიტიკური მიზნით იყენებს.

“მეხუთე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა, თითქოს საარსებო შემწეობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” 40 000-ით გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების შემდეგ კი, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ “საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის”.

news
ავტ.: news მარტი 14, 2017 12:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics