არჩილ თალაკვაძე : ტელეეთერით რომ არ გაიმართა თათბირი არ ნიშნავს, რომ რეაგირება მოხდა გვიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ ეთანხმება გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის მოვლენების დროს ხელისუფლებამ დააგვიანა. არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ რეაგირება დროული და ადეკვატური იყო.

“რეაგირება დროული იყო, ის ფაქტი, რომ პოლიციამ ტელეეთერით არ გამართა თათბირი და არ გადაიცემოდა ეს ტელევიზიებით, არ ნიშნავს, რომ რეაგირება მოხდა გვიან. საღამოდანვე როცა ეს პროცესები დაიწყო იყო საკმაოდ კარგი კოორდინაცია. მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც ჩემთვის ცნობილია, იმთავითვე იყო ჩართული ამ საკითხზე რეაგირების პროცესში. კარგია, რომ შემდგომში მინისტრი უკვე პირადად ჩავიდა ბათუმში და მისი ჩასვლიდან რამდენიმე საათში ძალის გადამეტებს გარეშე ეს ძალადობა იქნა აღკვეთილი”,-განცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : 2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ვეტოს დავძლევთ ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა