ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე ბრალს არ აღიარებს

ზურაბ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ პროკურატურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის საქმის დეტალების კომენტირებისგან თავს იკავებს. ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და მისი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს. მთავარ პროკურატურაში ამ თემაზე სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.

გიორგი ლაცაბიძეს საგამოძიებო ორგანოში ბრალი დღეს წაუყენეს. პროკურატურის განმარტებით, მისი დაკავება არ მოხდება. 48 საათში საგამოძიებო ორგანო მიმართავს სასამართლოს ლაცაბიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სავარაუდოდ, გირაოს შეფარდების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: ოცნების ხელისუფლების მსხვრევა კახეთიდან დაიწყება
შემდეგი სტატია„ხიდაშელის განცხადებების შემდეგ, ნათელია როგორ დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობებს ხელისუფლება“