„ხიდაშელის განცხადებების შემდეგ, ნათელია როგორ დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობებს ხელისუფლება“

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, განუსაზღვრელი დროით არის გადადებული.

როგორც ბურჯანაძემ “მაესტროს ფაქტორში” აღნიშნა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ უკვე მერამდენედ, გარკვევით გვითხრეს, რომ აღარც ილაპარაკოთ MAP-ზე, რადგან ეს საქმეს გააფუჭებსო.

„აღარც ილაპარაკოთ MAP-ზე, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განუსაზღვრელი დროით არის გადადებული და მოსწონს ეს იმ ადამიანებს, ვინც ამაზე ქულებს იწერს თუ არა, მოსახლეობა მიხვდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქმე გვქონდა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ტირაჟირებულ დიდ ტყუილთან. სწორედ 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დასრულდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. ამ ტყუილებს აგრძელებს ეს ხელისუფლებაც, კვებავს მოსახლეობას ტყუილი დაპირებებით, თუმცა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით ჩვენმა ხელისუფლებამ სრული ფიასკო განიცადა“, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ურთიერთობები არ არის მოგვარებული არც ნატო-სთან, არც ევროკავშირთან და არც რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს თავი მოაწონოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც უნდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

„ხელისუფლება ერთის მხრივ იძახის, რომ რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებთო, ამ დროს კი გამოდის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გუნდის წამომადგენელი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და აცხადებს, რომ მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევის ორი საფრთხე არსებობს, ერთი გახლავთ ისლამური სახელმწიფო, ხოლო მეორე არის რუსეთიო. ამის შემდეგ რუსეთი როგორ დაელაპარაკება საქართველოს, ან როგორ დალაგდება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები, მე მგონი ამის მიხვედრას დიდი პოლიტიკოსობა არ სჭირდება და ის, რომ ეს არის შეგნებული მავნებლობა, როცა ერთის მხრივ, ნატო-სთან და დასავლეთთან არაფერი არ გამოგდის და მეორეს მხრივ, რუსეთთანაც კიდევ უფრო აფუჭებ ურთიერთობას, არც ამას სჭირდება დიდი ახსნა-განმარტება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე ბავშვებისათვის საფრთხის შემცველ საიტებზე წვდომის აკრძალვას ითხოვს