ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 50 ათასი ლარი.

არსებული ინფორმაციით, დაყაჩაღების მიზნით შესული პირები სასტიკად გაუსწორდნენ მენეჯერს, რომელიც ამ დროისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში. დაშავებული მენეჯერის მდგომაროება მძიმეა. მას თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ქარხნის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

„თურალ გრუპის“ ქარხანა ზუგდიდში თხილის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.

banner
წინა სტატიაშიvali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 6 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა
შემდეგი სტატიავაზისუბანში “საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს – დაშავებულია დაცვის თანამშრომელი