ზუგდიდში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში, სუპერმარკეტ „ლიბრესთან“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაშავებული 112-ის ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის ექიმის, ჟანა ჩანგელიას თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას მუხლს ზემოთ ძვლის მოტეხილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები. ამოღებულია გასროლილი მასრა.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის ჯერ დაკავებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიწინანდალში ავარიის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ადამიანი დააკავეს