ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. თვითმხილველების ცნობით, ბანკში სავარაუდოდ ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. უცნობია მოახერხა თუ არა მან თანხის წაღება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, ბანკის შენობაში იმყოფებიან ასევე თანამშრომლებიც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.