ნოდარ ხადური: მომავალ წელს ლარი შესაძლოა 10 %-ით გამყარდეს

ფინანასთა მინისტრს ნოდარ ხადურს ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს. მისი თქმით, უცხოელი ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა 2016 წელს შესაძლოა 10 %-ით გამყარდეს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები წარუდგინა.

„პროგნოზებისაგან თავს შევიკავებ. საქართველოს ბანკის ღონისძიებაზე იყო ჩამოსული ერთ-ერთი ექსპერტი რომელმაც თქვა, რომ ის მომავალ წელს ელოდება ლარის გამყარებას დაახლოებით 10 %-ით. ვნახოთ რა იქნება. ლარის კურსზე საგარეო ფაქტორებზე არაფერი თქვათ და შიდა ფაქტორები რამე ხომ არ არისო – პავლე კუბლაშვილმა იკითხა და ალბათ, ბიუჯეტს გულისხმობდა. თუ საგარეოზე არაფერი უნდა ვთქვა, მაშინ გიორგი ქადაგიძის სიტყვებს გავიმეორებ, რომ ბიუჯეტი იყო ნეიტრალური და ბიუჯეტს ამაზე ზეგავლენა არ მოუხდენია,“ – აცხადებს ნოდარ ხადური.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასაქართველო ამერიკისგან 2 სამხედრო ვერტმფრენს მიიღებს