ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართესზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი რკინიგზის ავტოსადგურის შენობის წინ შეიკრიბნენ და ქალაქში საერთასშორისო სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ შესაძლო შემოსვლა გააპროტესტეს.

მძღოლების თქმით, უცხოური კომპანიის შემოსვლის შემთხვევაში, ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ და სამუშაო ადგილებს დაკარგავენ, რადგან კომპანია მგზავრებს გაცილებით კომფორტულ გადაყვანას და მომსახურეობას სთავზობს.

აქციის მონაწილეებთან ერთად ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია იმყოფებოდა. ის მძღოლებს თანადგომას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ერთად იბრძოლებენ.
„კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში უნდა შემოსვლა და 900-მდე ტრანსპორტის შემოყვანას გეგმავს. ეს აბავი ასე არ დამთავრდება. საჭიროების შემთხვევაში, აქციებს დედაქალაქშიც გავმართავთ“, – განმატთა ლავრენტი ალანიამ.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე მერიის წარმმომადგენლები შეხვდნენ. ზუგდიდის ვიცე მერის გია გულურდავას თქმით, მერია აღნიშნულ კომპანიას სადგურის მსენებლობის ნებართვას არ მისცემს, რადგან ის ადგილი, სადაც უცხოურ კომპანიას სადგურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, რეკრეაციული ზონაა.

„უფრო მეტიც ეს კომპანია ცვენმა სამსახურმა უნებართვო მსენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმა“, – აღნიშნა გია გულორდავამ.

საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მსგავსი აქცია სექტემბერშიც გამართეს.

banner
წინა სტატიაში,,რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ”
შემდეგი სტატიაწამების ფაქტზე დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატის მტკიცებით, ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ