წამების ფაქტზე დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატის მტკიცებით, ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატ რომეო საჯაიას ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ.
როგორც საჯაიამ  განაცხადა, ის ე.წ. მოდულის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია იმყოფება.
საჯაიას შეფასებით, ამით მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ირღვევა ადვოკატის ყოლის კანონიერი უფლება.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ჯერჯერობით არ გაცნობია არც ბრალდების დადგენილებას და არც დაკავების ოქმს.
“ჩემი ინფორმაციით, საქმე ეხება “აფხაზი ტერორისტის” ცემის ფაქტს, რომელიც ტერაქტის მოწყობაში რამდეჯერმე იყო ეჭვმიტანილი”, – განაცხადა ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ რომეო საჯაია აღნიშნულ საქმეზე გიორგი სამუშიას გარდა იცავს გიგი კალანდაძის და რომან შამათავას ინტერესებსაც.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ დათა ახალაის, მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იქნება.
მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. უფრო კონკრეტულად, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს
შემდეგი სტატია“წელს, როგორც არასდროს, თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს”