ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის ნიშნებით სასწრაფოს მედდა შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის ნიშნებით სასწრაფოს მედდა შეიყვანეს. წუხელ გვიან ღამით შეყვანილ პაციენტს მთელი ღამის განმავლობაში კვლევები უტარდებოდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.

დღესვე გააგზავნიან სენაკში, ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტის ანალიზს იმის დასადგენად, აქვს თუ არა კორონავირუსი პნევმონიის დიაგნოზის მქონე პირს.

რაც შეეხება ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ უკვე დადასტურებულ შემთხვევას, მისი განმეორებითი ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი და გაირკვევა, გამოჯანმრთელდა, თუ არა პაციენტი ნომერი ორი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონს გადასცდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 306-მდე გაიზარდა