საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 306-მდე გაიზარდა

admin
ავტ.: admin აპრილი 15, 2020 10:29

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 306-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4990 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462.

admin
ავტ.: admin აპრილი 15, 2020 10:29