ზოზია ქარდავა იუნიორთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის იუნიორთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვება მოიპოვა 17 წლის ზოზია ქარდავამ.

მან სამხრეთაფრიკელი მეგან ბასონი ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა და ხვალ, 17 იანვარს ფინალში იაპონელ საკი იმამურას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში იუნიორთა ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

ზოზია ქარდავა რუსეთშია დაბადებული. მან 2018 წლის ივლისში თელავის ტურნირი მოიგო.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა
შემდეგი სტატიარა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა, მათ შორის როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე ფაქტები, აბსოლუტურად ყველა გახსნილია