რა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა, მათ შორის როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე ფაქტები, აბსოლუტურად ყველა გახსნილია

რა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა და მათ შორის იყო როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე ფაქტები, აბსოლუტურად ყველა დანაშაული გახსნილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ხარისხისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის გაზრდის მიმართულებით. მისივე ინფორმაციით, დანაშაულის სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიაში ბევრი რამ შეიცვლა და ამ თვალსაზრისით 2018 წლის 2017 წელთან შედარება სწორი არ იქნება.

“დანაშაულის ჩადენის სტატისტიკასთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც საზოგადოებამ და მედიამ უნდა გაითვალისწინოს. როდესაც დანაშაულის მატებაზე ან კლებაზე ვსაუბრობთ, მშრალად აღებულ ციფრებზე საუბარი არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი. თუ გასულ წელს შინაარსობრივად გადავხედავთ, ყველა იმ ფაქტზე, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, გამოძიებას ვიწყებდით. რადიკალურად შეიცვალა აღრიცხვიანობის მეთოდი და გამოძიებას იმაზე მეტ ფაქტზე ვიწყებდით, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ავიღებთ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიების დანაშაულებს, გარკვეული მიმართულებებით არის კლება.

banner
წინა სტატიაშიზოზია ქარდავა იუნიორთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
შემდეგი სტატიაარსებობს საშიშროება, თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ვაღიარებთ, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს