ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზის საქმეზე დაკითხეს

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დაკითხა.

ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

მამალაძე აცხადებს, რომ გაუხმაურებლობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

კითხვაზე, ხომ არ არის მამალაძე დეკანოზ გიორგის ნათესავი, ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის დეკანოზის სისხლით ნათესავი არ არის.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გადაცემაში “არჩევანი” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მტკიცებულება, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორის შემდგარი საუბარია.

banner
წინა სტატიაში“მამა გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ გააკეთა”- რუსთავი2
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტი დააკავეს