ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2018 15:14

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გიორგი სანაიას საფლავთან ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი თავიდანვე ამბობდნენ, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.

გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა.

სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.

მისივე განცხადებით, პროკურატურა მათ არ დაკავშირებით და სწორედ ამიტომ, ისინი მომავალ კვირას ოფიციალურად მიმართავენ უწყებას.

ვახო სანაია აცხადებს, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით და მკვლელობის მოტივებზე სანაიას ოჯახს დღემდე კითხვები აქვს.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2018 15:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics